ეს თემა სკოლაში გვქონდა დასაწერი და რადგანაც უმრავლესობას ის მოეწონა ვიფიქრე არ იქნებოდა ურიგო იგი აქ ბლოგზე პოსტად დამეწერა და აი ისიც:):):)
მე თვითონაც არ ვიცი როგორ,საიდან,რატომ აღვმოჩნდი ერთ ძალიან უცნაურ ადგილას.ზუსტად არ ვიცი რა ერქვა,მაგრამ უცნაური რომ იყო ამას ძალიან ადვილად მივხვდი.პირველ რიგში ამ სამყაროსა თუ ქვეყანაში ფეხის შესადგმელად კარი იყო საჭირო,რომელსაც თაღზე ეწერა ძააალიან დიდი ასოებით ''ანბანი'',ხოლო ამ კარს განა ერთი არამედ ორი გასაღები აღებდა.პირველი იყო ოვალური ფორმის,რბილი და ვარდისფერი ანუ ტვინი:)მეორე კი წიგნი სახელად ''დედაენა''.მე ეს ორივე მქონდა ამიტომ კარი თავისუფლად გავაღე და შევაბიჯე ქვეყანაში,რომელშიც ადრეც ბევრჯერ ვყოფილვარ,ოღონდ მის შუაგულში არ მოვხვედრივარ.ყველაზე მთავარი კი თურმე ეს ადგილი ყოფილა მე კი უკვე იქ ვიყავი.უცებ ამ ინტელექტუალური ფიქრებიდან გამომარკვია პატარა ტკივილმა.მე ვიღაც დამეჯახა,ოღონდ ზუსტად არ ვიცი ეს ვინ იყო თუ რა.ძალიიიან პატარა კაცუნა რომელსაც ხელში ასო 'ხ' ეჭირა აშკარად სადღაც მიიჩქაროდა.მინდოდა მეკითხა მისთვის ვინ იყო,მაგრამ ვიფიქრე ის ჩემს ხმას ვერ გაიგებდა,ამიტომ მე ის ხელში ავიყვანე და ვკითხე::
-უკაცრავად,თქვენ ვინ ხართ?!
-როგორ თუ ვინ?!მე ასოების მზიდავი ვარ-მიპასუხა გაბრაზებულმა,ისე თითქოს მე ეს უნდა მცოდნოდა.მისი თვალებიდან ვხედავდი რომ ნაწყენი იყო.
-მაპატიეთ თუ გაწყენინეთ-მოვუბოდიშე.კი მაგრამ ეს რა ადგილია?-ვკითხე მე.
-ოოო,ეს მსოფლიოში ყველაზე ბრძნული და საჭირო ქვეყანაა.ოღონდ სახელი არა აქვს.
-როგორ თუ არ აქვს?-გამიკვირდა მე.
-ოფოციალურად არ აქვს,თორემ ისე ჩვენ ''სასიტყვეთს'' ვეძახით.ახლა კი მაპატიეთ ძალიან მეჩქარება.ჩემი ასოს გარეშე სიტყვა სულ დაიშლება.-და ის ისე უცებ გაქრა როგორც გაჩნდა.
ვათვალიერებ ამ ადგილს.უცებ დავინახე შენობა სათაურით:''სასიტყვეთის ექსკურსიათმძღოლი'' და მეც შევედი ამ შენობაში.იქ უააამრავი სუვენირი იყო ასო 'ა'-თი დაწყებული ას 'ჰ'-თი დამთავრებული.ნაირნაირი სამაჯურები,ჩანთები,ქუდები და ღია ბარათებით იყო აჭრელებული ის ადგილი.საოცარი სიჩუმე პატარა ჩურჩულმა თუ ფაჩუნმა დაარღვია.მიმღებ მაგიდასთან კიდევ ერთი პატარა კაცუნა იჯდა და ითვლიდა:
-სამი მილიარდ ორას სამოცდა მეთხუთმეტე.იქვე პატარა ზარზე დავაზარუნე და იმ კაცუნის ყურადღება მივიქციე.მან ამომხედა და მკითხე თავაზიანად:
-რით გემსხუროთ?-მხოლოდ ახლა შევამჩნიე მისი ძალიან დიდი ცხვირის მთავარი ღირსება.მას ცხვირზე ასო 'ზ'-ს ფორმის სათვალე ჰქონდა დასმული.ის კი დაჟინებით მიყურებდა.
-რამით დაგეხმაროთ?
-იცით,ხომ ვერ ამიხსნით ეს რა ადგილია,მე აქ რას ვაკეთებ და რატომ ხართ ასეთი პატარა?!-მივახალე უკულტუროდ.
-დიახ,ახკავე ყველაფერს აგიხსნით.ეს არის ქვეყანა სასიტყვეთი,თქვენ აქ მოგზაურობთ,ხოლო ასეთი პატარა იმიტომ ვარ რომ თქვენს გონებაში ჩავეტიო.
ამ უკანასკნელმა ძალიან დამაბნია.
-თქვენ რა ჩემი წარმოსახვით ხართ შექმნილი?
-აბა თქვენ რა გეგონათ?-მკითხა მან.მე კი წესიერი პასუხი ვერ გავეცი და ლუღლუღი დავიწყე.
-მე...მე..მე.....
-მე რა თხააა?-გაიხუმრა მან და თავის ხუმრობაზე თვითონვე გაიცინა.ჩვენთან ეს კარგი ხუმრობა არისო მითხრა.
-იცით,თუ დაიღალეთ ჩვენ კარგი საშუალება გვაქვს დაღლილობის მოსახსნელად.
-არააა,არ არის საჭირო.- ვინ დამაცადა?უცებ ვიგრძენი როგორ მივდიოდი სადღაც მაგრამ არა ჩემით,რაღაც უხილავ ძალას მივყავდი!შემდეგ შევჩერდი და 3 წამში აღმოვჩნდი აუზში,ოღონდ რა თქმა უნდა ის არ იყო ჩვეულებრივი:მასში წყალი კი არ ესხა არამედ სავსე იყო სხვადასხვა ენის ასოებით.მე ცურვა არ ვიცოდი ამოტო ფართხალი დავიწყე.ამ დროს ჩემს ცხვირწინ გაჩნდა აბრა სადაც ეწერა:''თქვენ წარმატებით გადალახეთ ყველა საჭირო ბარიერი ერთის გარდა:ახლა თქვენ უნდა დაფიქრდეთ რას გააკეთებთ მომავალში,მაგრამ ერთი რამ თქვენ ყოველთვის დაგჭირდებათ:საუბრის მანერა.ამიტომ გთხოვთ დაფიქრდეთ ახლავე წახვალთ ამ სამყაროდან თუ კიდევ ცოტა ხნით დარჩებით?''მე ძალიან დაბნეული და გაოცებული ვიყავი.შემდეგ გონს მოვეგე და მივხვდი ცოტა ხნით დარჩენა არ მაწყენდა-თქო და ასეც მოვიქეცი.სანამ იქ ვიყავი ძალიან ბევრი შენობა მოვიარე უცნაური სახელებით::''ზმნათა სამყარო'',''უცხო ენები'',''ზედსართავ სახელთა ულევი სურსათი'',''ძველებური სიტყვები'' და უამრავი სხვა.ჩემი ყურადღება ერთმა შენობამ მიიპყრო.მას ასე ერქვა::''როგორ უნდა დავაჭიროთ ენას კბილი''))))))))როდესაც წასვლის დრო დადგა ყველას დავემშვიდობე და თვალები დავხუჭე რათა დავბრუნებულიყავი.როდესაც თვალები გავახილე ჩემს სახლში ვიყავი,ხალათში გახვეული.მივხვდი რომ ტელევიზორთან ჩამძინებია.როგორც კი ტელევიზორის გამორთვა გადავწყვიტე დაიწყო პროგრამა სახელად ''მოგზაურობა სასიტყვეთში''.
აი ასეეე:))თუ მოგეწონათ კომენტარები არ დაინანოთ.თუ არა მაშინ შემდეგისთვის შეინახეთ'')))))))))))))მე კი მომავალ პოსტამდე გემშვიდობებით!!!.......