აუცილებლად ნახეთ! ! !

        ანუ მინდოდა რო ვიდეო დამედო ჩემი მონაწილეობით ამიტომაც youtubeზე გადავიღე ვიდეო და დავდე რომ ამეტვირთა აქ და თქვენთვის მენახებინა :)) აიიი ისიც :)) >>>>
იმედია მოგეწონათ :))
                          ნახვამდის
                                                           Lizi Gigauri <3 

ჩემი ნაშრომი :))

            შეიძლება ცოტა ვერ მიხვდით რას ვგულისხმობ ჩემ ნაშრომში.მოკლედ შარშან დავიწყე ლექსების წერა,მართალია ძალიან ცოტა და მალევე შევწყვიტე,მაგრამ ცოტა ხნის წინ ვალაგებდი ჩემს ოთახს და ის რვეული ვიპოვე სადაც ამ ლექსებს ვწერდი,ხოოდა ვიფიქრე ერთი-ორი რომ ბლოგზე დავდო არაფერი დაშავდება-თქო...და აი ახლა თქვენც იხილავთ ამ საოცრებებს :))) ჯერ ვფიქრობდი face book-ზე დავწერ ჩანაწერებში-თქო ( იქ რაღაცები მიწერია და ნახეთ თუ დაგაინტერესებთ  შედით ჩემთან და ნახეთ :) ) მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე ისევ ჩემს საყვარელ ბლოგუნიას დავდებ ასეთ პატივს მეთქი :)) რავი ალბათ იქაც დავწერ,მაგრამ ჯერ აქ მირჩევნია ! :) ხოო ლექსებს სათაურები არ აქვს :დ :დ !

                    ***
ვიღაცა კივის,ვიღაცა წივის.
ვიღაცა სუყვარულისაგან ტირის,
ვიღაცას სურს,რომ მითხრას მძულს,
ის ვინც მიტეხავს უნაზეს გულს.
ვიღაცა ბღავის,ვიღაცა ჩხავის,
და აქვე ისმის ტირილი ბავშვის.
ქალაქი დუღს,მე ვიღებ დუშს,
ვცდილობ გავექცე ყველაფერს ცუდს !
                    ***
ძველი სახლი,ძველი კრედო,
ძველი სიყვარულის ეზო,
ძველი ფარდა,ძველი ლამფა,
ჩემი დამოხუცებული ბებო.
ძველი გრძნობა სიყვარული,
ძველი ფიქრი სიხარული,
ძველ კედელზე აღბეჭდილი
ჩვენი ნდობა მეგობრული.
ძველი მზე და ძველი მთვარე,
ყვითელ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა,
ძველი წვიმა,ცისარტყელა,
დასასრულის უსასრულო გზა !
                     ***
ველი მუზას,ვანთებ ქურას,
ვხედავ მუშას,კედელს მურავს.
ვუშვებ ღუზას,ვხედავ მუხას,
ვფიქრობ მუდამ,ვეძებ ურალს.*
ისევ მუზა,ისევ მუშა,
ამბობს უხამსს,კედელს მურავს,

განმარტება ანუ რას ნიშნავს *
 *ურალი-მთათა სისტემა რუსეთსა და ყაზახეთში. მისი სიგრძე 2000 კმ-ს აღემატება, სიგანე 40-150 კმ-მდეა, სიმაღლე1895 მეტრამდეა. ურალს დასავლეთით და აღმოსავლეთით ეკვრის ურალისპირეთი და იმიერურალი. ჩვეულებრივ ურალის ქედის აღმოსავლეთ მთისძირეთით ჰყოფენ საზღვარს ევროპასა და აზიას შორის.

    იმედია მოგეწონათ და მკაცრად არ განმსჯით,ეს ლექსები ჩემი აზრით ყველაზე რითმიანია,კიდევ მაქვს ბევრი მაგრამ მე ესენი უფრო მომწონს :))
      და ბოლოს ... კომენტარის დატოვება არ დაგავიწყდეთ!  :))
                                      ნახვამდის ...
                                                                     Lizi Gigauri <3