ახალი წელი კარზეა!!!!!!(არ გესმით მისი კაკუნის ხმა???:):):)

                     ალბათ ყველანი მიხვდით რის შესახებ უნდა დავწერო ახლა::
      ახალი წელი ძალიან მალე მოვაა!!!!!!!!!!!
         ხოდააა,მეც ვიფიქრე დამედო პოსტი რომელშიც იქნებოდა ინფორმაცია(ები)(თუ საჭიროა:) თუ რა ტრადიციები იყო და არის ახლა უცხოეთის ქვეყნებში:)
              საახალწლო დღესასწაულის პერიოდი ჩვენს წარმოდგენაში არის ლამაზი და კეთილი ზღაპრის დრო. ახალი წლის ღამის მომხიბვლელობა დიდი ხნის განმავლობაში გვახსოვს, მას უკეთესობის იმედი და სასიხარულო გრძნობები მოაქვს,მის მომხიბვლელ ძალას ჩვენ უკავშირებთ მშვიდობას,სიყვარულს და ურთიერთ გაგებას. ახალი წლის აღნიშვნა ბევრ ადამიანს მარადიულ ტრადიციად მიაჩნია, უმეტესობა ფიქრობს, რომ მას აღნიშნავდნენ ყოველთვის. მაგრამ ეს ასე არ არის. ამ დღესასწაულის ისტორია ”სამწუხაროდ” მხოლოდ 25 საუკუნეს ითვლის. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით ახალი წლის აღნიშვნის ჩვეულება პირველად მესოპოტამიაში (შუამდინარეთი), შუმერების უძველეს ცივილიზაციაში წარმოიშვა.

          ძველ ეგვიპტეში ახალ წელს დღესასწაულობდნენ დიდ ხანს: ივლისიდან – სექტემბრამდე (ტრადიციის წარმოშვების ზუსტი თარიღის მითითება შეუძლებელია). დღესასწაულის დასაწყისი მდინარე ნილოსის ნაპირებიდან გადმოსვლასა და ცაზე ეგვიპტელებისთვის წმინდა ვარსკვლავის სირიუსის ამოსვლას ემთხვეოდა. წლის ამ დროს სრულდებოდა თესვა ამის გამო გვალვა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა. ამიტომ მდინარის ნაპირებიდან გადმოსვლის დღეს ხდებოდა ზემო და ქვემო ნილოსის ღმერთის – ჰაპისთვის მსხვერპლის შეწირვა. მდინარის დინებას აყოლებდნენ პაპირუსის ფურცლებზე ჩამოწერილ საჩუქრების ნუსხას. ეგვიპტელებისთვის ეს იყო წმინდა დრო, იწყებოდა ცხოვრების ახალი პერიოდი. სამუშაოებისგან გათავისუფლებული ადამიანები ხვდებოდნენ მეგობრებსა და ნათესავებს, ერთად მოიხსენიებდნენ წინაპრებს და ადიდებდნენ ღმერთებს. გარდა ამისა ძველ ეგვიპტეში ახალი წლის, ახალი პერიოდის დაწყება უკავშირდებოდა მზის ღმერთის რას ქალიშვილის, სიყვარულის, მშვენიერების და მუსიკის ღმერთის ჰატჰორის კულტს. მისი ქანდაკება მოჰქონდათ წმინდა ნავით და დგამდნენ ტაძრის თორმეტ სვეტიან თალარში. თორმეტი სვეტი მიაჩნდათ წელიწადის თვეების სიმბოლოებად. მზის პირველი სხივის გამონათების დროს გასწევდნენ ფარდებს და ქალღმერთის ქანდაკებას მოეფინებოდა მზის სინათლე, რასაც ეგვიპტელები აღიქვამდნენ როგორც მზის ღმერთის რას მიერ თავისი ქალიშვილის ჰატჰორის, ტაძრისა და მთელი სამყაროს დალოცვად.



                ძველ ბაბილონში ახალი წელი დგებოდა გაზაფხულის ბუნიაობის შემდგომი პირველივე ახალ მთვარეობის დროს, რომელიც ითვლებოდა გაზაფხულის პირველ დღეთ იმიტომ,რომ გაზაფხულის მოსვლა ნიშნავდა აღორძინების,თესვის და ყვავილობის ხანათ. დღესასწაულის დროს ქვეყნის მმართველს ხდიდნენ სამოსს და უშვებდნენ ქალაქიდან და 11 დღის განმავლობაში თითოეული აკეთებდა იმას რასაც მოისურვებდა. ამის შემდეგ მშვენიერ სამოსში გამოწყობილი მეფე ბრუნდებოდა დიდი პროცესიის თანხლებით. ყველანი უბრუნდებოდნენ სამუშაოს და დინჯად იქცეოდნენ. ამგვარად ადამიანები ყოველ წელს იწყებდნენ ახალ ცხოვრებას. ანუ საახალწლო ტრადიციას რამე შეიცვალოს ცხოვრებაში საფუძველი ძველ ბაბილონში ჩაეყარა.

              ძველ სპარსეთში დღესასწაული ნოვრუზი (ახალი დღე) აღინიშნებოდა გაზაფხულის ბუნიაობის დროს, 21 დან – 22 მარტამდე და გაზაფხულის დადგომასა და თესვის პერიოდის დაწყებას. რამდენიმე კვირით ადრე სველ თასზე აღმოსაცენათ დებდნენ ხორბლისა და ქერის სათესლე მარცვლებს. თესლი გამოიტანდა ღივს, რაც ნიშნავდა გაზაფხულის მოსვლას და ცხოვრების ახალი წლის დასაწყისს. დღესასწაულის დაწყებამდე ყველანი ურიგდებოდნენ ერთმანეთს, უხვი მოსავლის,მადლიანი წვიმებისა და მდიდარი მოწველის იმედით მარცვლით, წყაროს წყლით ან რძით ავსებდნენ დოქებს. დღესასწაულის დილას უნდა დაესრულებინათ საჭმლის მომზადება,დალაგება, ბროწეულისა და ვაშლის ტოტებით სახლის მორთვა და ნაგვის გადაყრა. ამის შემდეგ იმართებოდა ეროვნული კერძებით, ტკბილეულითა და სასმლებით გაწყობილი სადღესასწაულო სუფრა.

               ძველ საბერძნეთში ახალი წელის დაწყება ემთხვეოდა წლის ყველაზე გრძელ დღეს – 22 ივნისს, ხოლო წელთაღრიცხვა იწყებოდა ცნობილი ოლიმპიური თამაშებიდან.

               ძველ რომში იმპერატორმა იულიუს კეისარმა პირველად შემოიღო კალენდარი, რომელშიც წელიწადი 1 იანვრიდან იწყებოდა. ამ დღეს რომაელები მსხვერპლს სწირავდნენ ორპიროვან ღმერთ იანუსს, რომელიც ითვლებოდა წამოწყებების მფარველად და გეგმავდნენ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ის ამისთვის ყველაზე ხელსაყრელია. აგრეთვე ძველი რომიდან მოსულია საახალწლო საჩუქრების ჩუქების ტრადიციაც. თვლიან, რომ პირველ საჩუქრებს წარმოადგენდნენ დაფნის ზის ტოტები, რომლებიც დამდეგ წელს ბედნიერებასა და წარმატებას მოასწავებენ. საახალწლო საჩუქრებზე რომაელები წერდნენ მილოცვებსა და კეთილ სურვილებს, მაგალითად:” გისურვებ კეთილ და ბედნიერ ახალ წელს”, ზოგჯერ კი სახუმარო ლექსაც მიაყოლებდნენ ხოლმე.


                    ქრისტესშობის დღე ქრისტიანულ სამყაროში ითვლება უდიდეს დღესასწაულად. მისი აღნიშვნა ბეთლემში, ქრისტესშობის ტაძარში იწყება მუსიკის შესრულებით მზის ჩასვლამდე ბევრად ადრე. ტრადიციულად ორკესტრები შემოუვლიან ხოლმე მრავალ კვარტალს. შემდეგ ტაძარში რამდენიმე მღვდელმსახური იწყებს წირვას სხვა და სხვა ენაზე. ტაძრის გარშემო ყოველთვის იკრიბება ათი ათასობით ადამიანი. ქრისტესშობა აღინიშნება მთელ მსოფლიოში. მის აღნიშვნასთან დაკავშირებით ბევრ ქვეყანასა და ერს გააჩნია საკუთარი, ხშირ შემთხვევაში განსხვავებული ტრადიციები.

                                  ევროპის ქვეყნებში:

                ინგლისში ქრისტესშობა – ტრადიციული ოჯახური დღესასწაულია. ამ დღეს ყველანი იკრიბებიან მშობლების სახლში. როგორც წესია სახლი მორთულია ბაძგისა (ჭყორის), რომელსაც მიიჩნევენ შეძლების სიმბოლოდ და ფითრის ტოტებით, რომელიც გულისხმობს სტუმართმოყვარეობასა და ნაყოფიერება-მოსავლიანობას. შეკრებილები ერთმანეთს გადასცემენ საჩუქრებს, მიირთმევენ საჭმელსა და სასმელს და ათვალიერებენ ოჯახურ ფოტო ალბომებს. ინგლისურ საშობაო სუფრის ტრადიციულად ამშვენებს სადღესასწაულო ღვეზელი. უძველესი ჩვეულებისამებრ ამ ნამცხვრის გულში დებენ სხვა და სხვა საგნებს, რომლებიც ვისაც შეხვდებიან ნაჭერში უწინასწარმეტყველებენ მომავალი წლის ბედ-იღბალს. ინგლისელებს სჯერათ, რომ ბეჭედი ნიშნავს ახლო დაქორწინებას, მონეტა – მომავალ გამდიდრებას, ხოლო ნალი – მომდევნო წელში წარმატებას. გარდა ამისა, ჩვეულების შესაბამისად, ჭაბუკმა და ქალიშვილმა, რომლებიც აღმოჩნდებიან ფითრის ტოტის ქვეშ, უნდა აკოცონ ერთმანეთს. საშობაო სუფრის ტრადიციული კერძია ინდაური სურტკმლის სოუსით და პუდინგი, ხოლო სასმლებიდან ამ დღეს მიირთმევენ მხოლოდ ჩაის ან ბრენდის.

 
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!!!!!

გენიოსები ხუმრობენ...ზოგი უკბილოდ,ზოგიც კი კბილიანად:):):)


#1::ცნობილი გერმანელი პოეტი და იუმორისტი მორი გოტლიბ საფირი ერთ ლიტერატორს შეეკამათა, რომელმაც გესლიანად მიუგო:
- თქვენ, ბატონო საფირ, ფულისათვის წერთ, მე კი მხოლოდ ღირსებისათვის.
- ყოველი ჩვენგანი წერს იმისათვის, რაც აკლია, – უთხრა საფირმა.
#2::შინ დაბრუნებულმა ალბერტ აინშტაინმა ფოიეში კარისკაცს მიმართა:
- უკაცრავად, სად ცხოვრობს პროფესორი აინშაინი?
- პროფესორი აინშტაინი ხომ თქვენ თვითონ ბრძანდებით.
- ეგ ვიცი, მაგრამ მადავიწყდა, რომელ სართულზე ვცხობრობ.
#3::დიდმა ამერიკელმა მწერალმა, რეალისტმა მარკ ტვენმა სასტუმროს შთაბეჯდილებათა წიგნი გადაათვალიერა და ბოლო სტრიქონი ამოიკითხა : “ბარონი ფონ ბლანკი მსახურით”. ამის ქვემოთ თვითონ ჩაწერა: “მარკ ტვენი ჩემოდნით”.
#4::გერმანელმა მწერალმა თეოდორ ფონსტანემ ახალგაზრდობაში, როცა ჯერ კიდევ აფთიაქარი იყო, ოთახი დაიქირავა.
პირველ დღეს საუზმის შემდეგ დიასახლისს თავაზიანი ღიმილით:
- ქალბატონო შულცე, დღეს დილით რომ გამიმასპინძლდით, თუ ის ყავაა, მაშინ ხვალ ჩაი მომიტანეთ, ხოლო თუ ჩაი იყო, მაშინ ხვალ ყავას მოვითხოვ.
 #5::შესანიშნავი დეკლამატორი მარკ ტვენი პირველი ლექციის ჩატარების წინ შიშით იყო შეპყრობილი, მაგრამ პირველივე წინადადებით აღაფრთოვანა მსმენელები. ეს ცნობილი პირველი წინადადება ასე ჟღერდა: ”იულიუს ცეზარი მოკვდა, შექსპირი მოკვდა, ნაპოლეონი მოკვდა და მეც ვგრძნობ თავს მთლად ჯანმრთელად”.
#6::ერთი კკრიტიკოსი ალექსანდრე დიუმას რომანში გამოთქმას აკკრიტიკებდა:
- რა არის მტკივნეული სიცარიელე, როგორ შეიძლება ცარიელი საგნის ტკივილი?
დიუმამ მიუგო:
- განა თავი არასოდეს გტკივებიათ?
#7::ერთხელ ალექსანდრე მაკედონელი სახელგანთქმულ ფილოსოფოს დიოგენეს ეწვია. დიოგენე მაშინ დიდ კასრში ცხოვრობდა.
- შემიძლია რაიმე სიკეთე გაგიწიოთ? – ჰკითხა დიდმა სარდალმა.
- როგორ არა, თუ გვერძე გაიწევით და მზიდან ჩამომეცლებით. – მიუგო ფილოსოფოსმა.
#8::გოეთე ვაიმარის პარკში სეირნობდა. ვიწრო ბილიკზე, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო გავლა, კრიტიკოსი შეხვდა. იგი მტრულად იყო განწყობილი გოეთესადმი და მკაცრად უთხრა:
- მე სულელებს გზას არ ვუთმობ!
- მე კი პირიქით, – ღიმილით მიუგო პოეტმა და განზე გადგა.
#9::ჰაინრიჰ ჰაინეს მისმა თაყვანისმცემელმა ქალმა უთხრა:
- მზად ვარ, სული და გული, ოცნება და აზრები, მთლიანად ჩემი არსება შენ მოგიძღვნა.
- სიამოვნებით, ასე მცირე ძღვენზე უარის თქმა უხერხულია, მიუგო მან.
            სულ ესიყო!თუ მოგეწონათ დატოვეთ კომენტარი:)

უცნაური ამბები ლიზისაგან ან როგორც ჩემი საყვარელი მეგობარი მეძახის უკვე ლიზი ტირე ლიისგან:):):)

ეს არის უცნაური ამბების მინი კრებული.მე როდესაც წავიკითხე გავოცდი!
#1::თურმე ორგანიზმის ყველაზე ძლიერი კუნთი არის ენა.
#2::სტატისტიკურად ადამიანს ღორის უფრო ეშინია ვიდრე სიკვდილის!
#3::ყველა თეთრი დათვი არის ცაცია.
#4::ნიანგს არ შეუძლია ენის გამოყოფა!
#5::პეპელა გემოს ფეხებში გრძნობს:)
#6::ტარაკანას შეუძლია იცხოვროს 9 დღე თავის გარეშე(ისიც იმიტომ მოკვდება რომ საჭმელს ვერ შეჭამს:)
#7::თვალღია ვერასოდეს დააცემინებ.
#8::გულის კუნთებს იმდენად დიდი ძალა აქვთ,რომ შეუძლიათ სისხლი გადაასხან 10 მეტრზე.
#9::111,111,111 რომ გავამრავლოთ 111,111,111-ზე მივიღებთ 12345678987654321-ს!
#10::ზამთარში ნიანგი ქვებს ყლაპავს,იმიტომ რომ როდესაც სძინავს ფსკერზე,წყალში არ ჩაიძიროს.
#11::საფრანგეთში და კალიფორნიაში 18 წლამდე აკრძალულია მზის აბაზანების(''ზაგრის'')მიღება!
#12::ამერიკაში დაშვებულია მოსამართლემ მოწმედ გამოიძახოს ძაღლი:)
#13::RESTAURANT არის სიტყვა რომელსაც ყველაზე ხშირად წერენ შეცდომით საძიებო სისტემაში.
#14::Yahoo იშიფრება როგორც “Yet Another Hierarchical Officious Oracle” ანუ ქართულად “კიდევ ერთი იერარქიული აბეზარი წინასწარმეტყველება”.
სირაქლემას წონა დაახლოებით 140 კგ-ია, მისი ნაწლავის სიგრძე კი – 14 მეტრამდე.
#15::XV საუკუნეში ევროპაში მკაცრად დამკვიდრდა მამაკაცის ფეხსაცმელი ბლაგვი (წაჭრილი) წვერით. იგი შემოიტანა საფრანგეთის მეფე ჩარლს VIII-მ, რომ დაეფარა თავისი ნაკლი – მარჯვენა ფეხზე მას 6 თითი ჰქონდა.
#16::თოლიები მარილიან წყალს სვამენ, რადგან მათ ორგანიზმს შეუძლია მარილის გაფილტვრა.
#17::“მონოლოგია” – ესაა მეცნიერება, რომელიც შეისწავლის “სისულელეს”.
#18::თინუსს (ერთგვარი თევზი) შეუძლია დღეში 16 კმ გაცუროს.
#19::* ძველ საბერძნეთში, ჩვეულებრივ, მიღებული იყო ფიზიკური ვარჯიშების ჩატარება ქუჩაში… სრულიად შიშვლად.
#20::ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში არის… ღვიძლის ქანდაკება.
#21::დედამიწაზე მცხოვრებ ხალხთაგან მხოლოდ პიგმეები და ანდამანის კუნძულების მობინადარნი არ იყენებენ ცეცხლს.
#22::ყოველწლიურად ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით ორმოცი ვარსკვლავი ”იბადება”.
#23::ცნობილი მეცხრე სიმფონია ბეთჰოვენმა სრულიად ყრუმ დაწერა.
#24::ჩარლი ჩაპლინი ებრაელი იყო.
#25::ღორისთვის ფიზიკურად შეუძლებელია ცაში ახედვა.
#26::კრევეტს გული თავში აქვს.
 #27::სიგარეტის სანთებელა უფრო ადრე იყო გამოგონებული ვიდრე ასანთი.
                               სულ ეს იყო,დატოვეთ თქვენი აზრი !

რა საინტერესოა...

               მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო!ახლა მე მინდა იმ თემას რომელსაც გუსჰინ დაგპირდით გადავუხვიო და სულ სხვა რამ დავწერო!სამწუხაროდ ეს სულ სხვა რამ ძალიან პაწუკაა მაგრამ არსი და სინათლე გვირაბის ბოლოში ძალიან თუ არა არცთუ ისე პატარაა!სა აი  ისიც:::
                          როდესაც გაქვს ბლოგი ადამიანს და შენი სულის რაღაც ნაწილს უზიარებ “არარსებულ” სივრცეს და გგონია, რომ ვინც ამას წაიკითხავს ის ადამიანებიც არარსებულები არიან…

                 და მერე მარშუტკიდან დაგინახავს ის შენი “არარსებული” მეგობარი, გაეღიმება და გაახსენდება, რომ გუშინ შენ დაბადების დღე გქონდა, ან ექსკურსიაზე იყავი ქვათახევში, ანდა შეყვარებულმა შოკოლადის ტორტი გაჩუქა…
და შენ აზრზეც არა ხარ, რომ ეს არარსებული ადამიანები შენს გასაჭირზე ფიქრობენ…
თუმცა შენი ნამდვილი მიზანი და სიღრმისეული სურვილი სწორედ ეგ იყო…
“არარსებულთათვის” ხმა მიგეწვდინა და მათი არსებობა დაგემტკიცებინა…

გეგრძნო ერთი მარტივი ჭეშმარიტება:
ეს სამყარო ძალიან პატარაა იმისთვის, რომ საკუთარ ბლოგებს დავუყენოთ ფუნქცია “Read only by Me”…
                   

''კრიტიკის ქარცეცხლში''(ახალი წიგნის სათაური ჩემგან:)

ოოო...რამდენი რამის გაკრიტიკება მსურსსსს!!!არც კი ვიცი რით დავიწყო...უმეტესად გავაკრიტიკებ(რა თქმა უნდა)იმას რაც მე ძალიან არ მომწონს და მსურს რომ არ იყოს(ვინ მომართვა არა?)ხოდა ახლა ჩვენი ერთობლივი სულისკვეთებით დავწეროთ ის ციფრი რომელიც ასე ძალიან მიყვარს(და და და დაააა(ეს ინტრიგა იყო:))
#1:ანუ პირველი რაც ძალიან არ მიყვარს და ვერ ვიტან არის აი ეს:
ალბათ ყველას ვისაც facebook-ი აქვს ეცნო ეს ან ამის ასლი სურათი,მრავალს თავად აქვს ეს სურათი თავის პროფილში და ამაყობს რომ მონიშნულია მასში,მაგრამ თქვენ რომ იცოდეთ როგორ ვერ ვიტან ასეთ სურათებს არ დადებდით(მე ვინ მეკითხება?ჩემი ბლოგია და რასაც მინდა იმას დავწერ!თუ ძალიან მკვახედ გამომივიდა არ გეწყინოთ მე ჩემი აზრი მაქვს და თქვენ თქვენი და ვისაც არ მოსწონს შეუძლია ონკანთან მივიდეს და ცივი წყალი დალიოს!!)ხოოოდა,სად ვიყავიი?ხოო,მოკლედ ზოგს ძალიან სასტიკად სწყინს,რომ: (ციწირუიუ)'' აუ მე რა პონტში არ ვარ ამ ფოტოზეე'' და მის შემდეგ მოყოლებული სევდიანი სმაილები და ა.შ ან კიდე ''აუ მე მანდ კი არა აი აქ უნდა მოგენიშნე'' ან ''პროსტა ლააა!ამას აქ რა უნდაააა?'' და ისევ განუწყვეტელი სმაილების გორა და უღელტეხილები!!!ვფიქრობ რომ ადამიანი რომელსაც ასეთი და ამდაგვარი სურათები აქვს არის ძალიან კომპლექსიანი და ამით ცდილობს დაფაროს საკუთარი შიში ან კიდევ ბოდიში ამ სიტყვისთვის არ იცის რგორ უნდა გამოიჩინოს ხალხში თავი ანუ არის გოიმი(შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ) და არ იცის სხვაგვარად როგორ გამოჩნდეს მაგარი ანუ ''ჩვენების''(ჩემს თავს არ ვგულისხმობ,ეს საზოგადოდ)წევრი და შევიდეს მისი ჭკუით ''ქუულ'' სასტავში და გონიერი ადამიანის ჭკუით დაუნების და კომპლექსიანების ფარაში!!მოკლედ თუ ვინმემ ამ ზემოხსენებული პიროვნების (უსახელო უგვაროსი) ქვეშ და მის ქვეცნობიერში საკუთარი თავი აღმოაჩინა დაე იფიქროს მანამ სანამ არ მიხვდება ვინ არის ცრუ და ვინ მართალი!!!
                     ოპაააა!!!!ეს რა ''კრიტიკის ქარცეცხლში'' გავხვიე მრავალსაუკუნოვანი facebook-ის  ფანები!!!!(გულშემატკივრები ანუ)უმეტეს წილად ისინი ვისაც ასეთი სურათებით აქვთ პროფილის კარადა(თუ გინდ ''შკაფი'' იყოს) სავსეე!!!ახლა კი მოვრჩეთ ორწუთიანი წარსულის გახსენებას და აწმყო-მომავლის(იგივე აწმყავლის(ეს მიქსია)) თემებს დავუბრუნდეთ:::
                     ახლა ვაპირებდი კიდევ ერთი შესანიშნავი ნომრის მიწერას როგორიცაა #2:მაგრამ იმედს გაგიცრუებთ(აი ვილ დისაფოინთ იუ:) იმიტომ,რომ ის თემა რომელზეც გრანდიოზულად ვაპირებდი მსჯელობს მართლაც რომ გრანდიოზული ზომისა და გაბარიტების გამოდის,ამიტომ მას მე ცალკეულ გამოყოფილ გრანდიოზულ ადგილს დავუთმობ რათა გული არავის არ დასწყდეს(ალბათ ეხლა ვიღაცა იტყოდა რატომ უნდა დამწყდეს გული ნეტავიოოოოო???:)) და შევეცდები ხვალ თუ არა ზეგ რომ არ მოგატყუო იქნება ეს გემრიელი ფუნთუშა ანუ ბულკი თქვენი ხელების გულებში ან კომპიუტერის მონიტორზე:)ამიტომ დავამთავრებ ამ შოკოლადის ბულკის ცხობას და გეტყვით:თქვენზე 2 ლარია:):):)

ხოდააა...

იმის შემდეგ რაც წავიკითხე ესოდენ სასიამოვნო კომენტარები:)და ერთმა კეთილის მსურველმაც მითხრა,რომ ''მეტი შეგიძლიაო'' გამახსენდა მსოფლიოში ყველაზე ინტელექტუალური და ამასთანავე ბავშვებისთვის საშინელი,საზიზღარი,აუტანელი,მკაცრი,დილაადრიანი და მრავალი ამდაგვარი შენობა საზარელი სახელით სკოლა!(აი დავწერე თუ არა ეს სიტყვა გამაჟრჟოლა:)ხოდა,მეც ვიფიქრე დამეწერა რამდენიმე ანეკდოტი(ინ ინგლიშ)სკოლის შესახებ,იმედია ინგლიშს გაიგებთ!და ერთსაც დავამატებ:თუ არ გაგეცინებათ რამე სმაილი მაინც დატოვეთ ''კრიტიკის'' კედელზე,მაგალითად აი ასეთი   :D ან :P ან :)...ვფიქრობ უკვე მიხვდით რაც ვიგულისხმე:)აბა ჰე და აბა ჰო!
#1:Early one morning, a mother went in to wake up her son.

'Wake up, son. It's time to go to school'
'But why, Mom? I don't want to go.'

'Give me two reasons why you don't want to go.'
'Well, the kids hate me for one, and the teachers hate me, too!'

'Oh, that's no reason not to go to school. Come on now and get ready.'
'Give me two reasons why I should go to school.'

'Well, for one, you're 52 years old. And for another, you're the Head teacher!'
შემდეგ(ები)ი:
#2:The math teacher saw that Daphne wasn't paying attention in class. She called on her and said, 'Daphne! What are 2 and 4 and 28 and 44?'

Daphne quickly replied, 'ABC, CBS, HBO and the Cartoon Network!'
#3:Finding one of her pupils making faces at others on the playground, Miss Barker, their teacher, stopped to gently reprove the child.

Smiling sweetly, the Sunday School teacher said, 'Tony, when I was a child, I was told if that I made ugly faces, it would freeze and I would stay like that.'

Tony looked up, smiled and replied, 'Well, Miss Barker, you can't say you weren't warned.'
#4:Miss Barker continued with the lesson and challenged her children to take some time on Sunday afternoon to write a letter to God. They were to bring their letter back the following Sunday.

Tony wrote, 'Dear God, We had a good time at church today. Wish you could have been there.'
#5:Mrs Mollard had been giving her second-grade students a lesson in science.

She had explained about magnets and showed how they would pick up nails and other bits of iron. Now it was question time, and Mrs Mollard asked, 'My name begins with the letter "M" and I pick up things. What am I?'

Tim, a little boy in the front row proudly said, 'You're a mother!'
#6:A college physics professor was explaining a particularly complicated concept to his class when a pre-med student interrupted him.

'Why do we have to learn this stuff?' one young man blurted out.

'To save lives,' the professor responded before continuing the lecture.

A few minutes later the student spoke up again. 'So how does physics save lives?'

The professor stared at the student for a long time without saying a word. Finally the professor concluded, 'Physics saves lives,' he said, 'because it keeps the idiots out of medical school.'
#7:Jane was talking to Mrs Darby, her teacher, about whales. Mrs Darby said it was physically impossible for a whale to swallow a human because even though it was a very large mammal its throat was very small.

Jane girl stated quite clearly that the Bible says Jonah was swallowed by a whale.

Irritated, Mrs Darby reiterated that a whale could not swallow a human; it was physically impossible.

Finally, Jane murmured, 'When I get to heaven I will ask Jonah, myself.'

Mrs Darby continued, 'What if Jonah went to hell?'

Very smartly Jane replied, 'Then you can ask him.'
#8:Miss Hewitt, was one of the teachers at Northern Infants, Normanton, [kindergarten] when Philip came up to her and say that he had found a frog. Miss Hewitt asked if the frog was alive or dead. Philip, aged 6, declared that it was dead.

Miss Hewitt enquired as to how he could be so sure that it was dead.

Philip replied, 'I pissed in its ear.'

Flabbergasted, Miss Hewitt demanded, 'You what, Philip Brown?'

Philip added, 'You know, I went to his ear and said, 'PSST!' and it didn't move. So it must be dead.'
#9:Dylan is in a queue at the Supermarket when he notices that the rather dishy blonde behind him has just raised her hand and is giving him a big 'hello' .

He is rather taken aback that such a looker would be waving to him, and although her face is vaguely familiar, Dylan can't place where he might know her from, so he says, 'Sorry, do you know me?'

She replies, 'I may be mistaken, but I thought you might be the father of one of my children'

Dylan's mind shoots back to the one and only time he has been unfaithful, 'Blimey!' he says, 'Did we meet on Frank's stag do in Newport? Dylan continued, 'When I got out of the police station and got back to the hotel room you had gone.'

No, 'she replies, 'I'm your son's English Teacher'.
#10:A new teacher was trying to make use of her psychology courses. She started her class by saying, 'Everyone who thinks they're stupid, stand up!'

After a few seconds, Little Davie stood up. The teacher said, 'Do you think you're stupid, Little Davie?'

'No, ma'am, but I hate to see you standing there all by yourself!'
              სულ ეს არის!იმედია საკმარისია!:)

იცოდი,რომ...

#1:ყველაზე ძვირადღირებული სარეკლამო კამპანიის განმხორციელებლად დღესაც რჩება კომპანია ''პეპსი''.მისი პროდუქციის რეკლამირებისთვის გადაღებულ 90 წამიან კლიპში,ბრიტნი სპირსს ცნობილმა მწარმოებელმა 7,53 მილიონი(ო,ეს შეშლილი,შეშლილი მსოფლიო!)დოლარი გადაიხადა!!!!
#2:ყველაზე ძვირი წიგნი არის ლეონარდო(იგივე ლევანი)და ვინჩის ''ლესტერის კოდექსია''(აბა ვის ეცნო სიტყვა ლესტერი?)ილუსტრირებული ხელნაწერის 18 გვერდი,რომელიც დიდმა ლეომ 1508 წელს სარკისებური(შებრუნებული)შრიფტით დაწერა,კრისტის(იგივე ინას)აუქციონზე 31 მილიონ დოლარად იყიდა(აბა ვინ?)ბილ გეიტსმა!(რაში ხარჯავენ ფულს რა!)
#3:ვისაც უყვარს კარტოფილი იმისათვის მაქვს ორი ამბავი:ერთი ცუდი მეორე საინტერესო,ხოდა საინტერესოთი დავიწყოთ:მსოფლიოში ყველაზე გემრიელი კარტოფილი არის არა სვანური მამაპაპური,არამედ ფრანგული(ფრონცკი)LA BONNOTTE,რაც ვერა და ვერ გავიგე რას ნიშნავს:)ხოლო ცუდი კი ის არის,რომ ამ ჯიშის კარტოფილის 1კგ ღირს 500ევროა!!
#4:ყველაზე ძვირი ტანსაცმლი(კოსტუმი)არის ამერიკელი ასტრონავტის კოსტუმი!ის სულ რაგაც 9 მილიონი ღირს!
              დღეისთვის სულ ეს არის,იმედია მოგეწონათ!:*:*:*

აბა დავიწყოოოოოთ!:)

ანუ ეხლა არის 19:57 7 დეკემბერი და ჩემმა ძალიან საყვარელმა მეგობარმა და ამავდროულად კლასელმა მითხრა და მასწავლა ბლოგის გაკეთება(მეგობრობა გზად და ხიდადო)ხოდა აი შედეგიც:)