ნივთების ისტორიიდან...

                       დღევანდელი ჩემი პოსტი იქნება იმის შესახებ,თუ როგორ შეიქმნა შარვალი,და სანამ დავიწყებდე მინდა გადავუხადო მადლობა ჟურნალ ''თბილისელებს'',იმიტომ,რომ ეს პოსტი სწორედ ამ ჟურნალიდან ამოვწერე.:):)ახლა კი,ყურადღებით ვკითხულობთ:):)
    ეგვიპტელებს,რომლებმაც კაცობრიობას პირამიდები დაუტოვეს თავის სამტვრევად,შარვლის გამოგონებაზე დიდად არ უნაღვლიათ.ისინი იღებდნენ ქსოვილის ნაგლეჯს და იხვევდნენ წელზე.გაგიკვირდებათ და,შარვალი მსოფლიოს ბარბაროსებმა-გალებმა და გერმანელებმა აჩუქეს.თუმცა პირველი შარვლის დიზაინი მათ სკვითებს მოჰპარეს.ეს ხალხი ცხოვრების დიდ ნაწილს ცხენზე ამხედრებული ატარებდა და შესაფერისი სამოსიც სჭირდებოდათ.აბა,წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ცხენის ზურგზე უშარვლოდ და,ხშირად-უნაგირის გარეშეც,რამდენიმე საათის განმავლობაში. ამიტომაც,სკვითებმა სხეულის ნაზი ნაწილების დასაფარავად ბეწვისა და ტყავის ''საფარი''-შარვალი მოიგონეს,მოხერხებული და საიმედო სამოსი.კეთილშობილი რომაელები დიდხანს უბზუებდნენ ცხვირს ბარბაროსული მოდის ''პირმშოს''.სეირნობდნენ ციგებითა და ტუნიკებით-კლიმატი ამის საშუალებას აძლევდათ,ხოლო ის მოქალაქე,რომელიც ამ არაესთეტიკურ სამოსს-შარვალს ჩაიცვამდა,კანონის დამრღვევად ითვლებოდა,მას ქონების  ჩამორთმევა და იძულებითი სამუშაოც ემუქრებოდა.გამონაკლისები მხოლოდ მეომრები იყვნენ,რომლებსაც ტყავის შარვლის ჩაცმის ნება ხანგრძლივი ლაშქრობების დროს ეძლეოდათ.
შუა საუკუნეების ევროპელი მამაკაცები მოდას ძალიან ჩსამორჩნენ.ამ დროს,აღმოსავლეთში ,მამაკაცები უკვე დადიოდნენ ე.წ. ''შაროვანებში'',საიდანაც პირდაპირ შარვალ-კოლგოტკებზე გადავიდნენ,თანაც სულ ნაირ-ნაირი ფერისას იცვამდნენ.XVI(16)საუკუნეში კი მოდაში ესპანური შარვლები შემოვიდა-მოკლე,მრავალნაოჭიანი და ისეთი ფუშფუშა,რომ კაცები თეძოებს მსუბუქი ყოფაქცევის ქალებივით დაარხევდნენ.თანაც,სულ მაქმანებით,ბაფთა-ლენტებით იყო მორთული.საქმე იქამდეც მივიდა,რომ შარვალსა და სარჩულს შორის თივასაც კი იტენიდნენ,რომ უფრო კარგად გაბერილიყო.
ფრანგული კავალერიის გენერალმა,გასტონ ოგიუსტ გალიფემ,გერმანელებთან ბრძოლაში სერიოზული ჭრილობები მიიღო.მისი მარჯვენა თეძო ისე დამახინჯდა,რომ მოტმასნილ შარვალს ვეღარ ჩაიცვამდა,გენერალს კი კოხტაობა უყვარდა და არც ქალების მიმართ იყო გულგრილი.მიკლედ,იფიქრა,იფიქრა და,ერთ-ერთ მეჯლისზე ახალი დიზაინის შარვლით გამოცხადდა.ქალები მაშინვე აღფრთოვანდნენ გენერლის ჩაცმულობით და მთელი საღამო ჰაეროვან კოცნებს უგზავნიდნენ.რამდენიმე თვეში შარვალი-''გალიფე'',ქარიშხალივით შეიჭრა მოდიის ინდუსტრიაში და იქ სამუდამოდ დარჩა.
აი,სულ ეს იყო.თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ კომენტარების დაწერა.:):):):) 

მმმმმმ......გემრიელიაააა.....

                         ახლა როდესაც კომპთან ძლივს დავჯექი,გამახსენდა რომ დიდი ხანია არაფერი მიჩუქნია ჩემი დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის!ხოდა,მე,როგორც ყველაზე პასუხისმგებელმა ადამიანმა გადავწყვიტე საახალწლო საჩუქრად ძალიან გემრიელი პოსტი მეჩუქებინა(ამ პოსტს Grin-ი წაიკითხავს დიდი ინტერესით(თუ უკვე არ იცის)ის ხომ სუსნიების მბრძანებელია:))ამ პოსტის თემა გახლავთ:::
                           ...შოკოლადი...
არ ვიცი უბრალოდ გემრიელი სასუსნავის სმაილი როგორ იწერება თორემ დავწერდი:)ახლა კი მე ანუ ლიზი-ლიი გაგიმხელთ შოკოლადის საიდუმლოს!!!CHECK IT OUT!!!             
                             შოკოლადი არის ტერმინი, რომელიც კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის აღნიშვნისთვის გამოიყენება.
               სიტყვა “შოკოლადი” კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სასმელის – “ჩოკოლატლის” დასახელებიდან მომდინარეობს. აცტეკების ენაზე “ჩოკოლი” “სიმწარეს” ნიშნავს, ხოლო “ატლი” – “წყალს”, რომლისგანაც შოკოლადის სასმელი მზადდება.დღევანდელი ჩოკოლატლი შეიცავს: კაკაოს ფხვნილს, რძეს, შაქარს, დარიჩინს, მწარე წიწაკას და ზოგჯერ, ვანილს.

                                                   ნედლი კაკაო
        შოკოლადის წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეული კაკაოს მარცვლებია, რომლებიც წარმოადგენენ კაკოს ხის ნაყოფს, რომელიც დედამიწის ტროპიკულ რაიონებში იზრდება.

წარმომავლობის მიხედვით, კაკაოს მარცვლებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ:

1)ამერიკული
2)აფრიკული
3)აზიური

               სახეობების სასაქონლო სახელწოდება მათი წარმოების რაიონის, ქვეყნის ან პორტის სახელწოდებიდან გამომდინარეობს(მაგ.: განა, ბაია,კამერუნი, ტრინიდადი და სხვა.)

           ხარისხის მიხედვით, კაკაოს მარცვლების ორ ჯგუფს გამოყოფენ:
#1::კეთილშობილი (სახეობრივი), რომელთაც ჰაეროვანი გემო და სასიამოვნო დახვეწილი მრავალფეროვანი არომატი აქვთ (მაგ.: იავა, ტრინიდადი და სხვა)
#2::სამოხმარებლო (ორდინარული), რომელთაც მწარე, მომჟავო გემო და ძლიერი არომატი აქვთ (მაგ.: ბაია, პარა და სხვა).ნუშის ფორმის და 2,5 სმ სიგრძის კაკაოს მარცვლები კაკაოს
1)ამერიკული
2)აფრიკული
3)აზიური

               სახეობების სასაქონლო სახელწოდება მათი წარმოების რაიონის, ქვეყნის ან პორტის სახელწოდებიდან გამომდინარეობს(მაგ.: განა, ბაია,კამერუნი, ტრინიდადი და სხვა.)

           ხარისხის მიხედვით, კაკაოს მარცვლების ორ ჯგუფს გამოყოფენ:
#1::კეთილშობილი (სახეობრივი), რომელთაც ჰაეროვანი გემო და სასიამოვნო დახვეწილი მრავალფეროვანი არომატი აქვთ (მაგ.: იავა, ტრინიდადი და სხვა)
#2::სამოხმარებლო (ორდინარული), რომელთაც მწარე, მომჟავო გემო და ძლიერი არომატი აქვთ (მაგ.: ბაია, პარა და სხვა).ნუშის ფორმის და 2,5 სმ სიგრძის კაკაოს მარცვლები კაკაოს ხის ნაყოფის გულშია მოთავსებული.
 1)ამერიკული
2)აფრიკული
3)აზიური

               სახეობების სასაქონლო სახელწოდება მათი წარმოების რაიონის, ქვეყნის ან პორტის სახელწოდებიდან გამომდინარეობს(მაგ.: განა, ბაია,კამერუნი, ტრინიდადი და სხვა.)

           ხარისხის მიხედვით, კაკაოს მარცვლების ორ ჯგუფს გამოყოფენ:
#1::კეთილშობილი (სახეობრივი), რომელთაც ჰაეროვანი გემო და სასიამოვნო დახვეწილი მრავალფეროვანი არომატი აქვთ (მაგ.: იავა, ტრინიდადი და სხვა)
#2::სამოხმარებლო (ორდინარული), რომელთაც მწარე, მომჟავო გემო და ძლიერი არომატი აქვთ (მაგ.: ბაია, პარა და სხვა).ნუშის ფორმის და 2,5 სმ სიგრძის კაკაოს მარცვლები
 კაკაოს ხის ნაყოფშია მოთავსებული.

                   შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის, სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. ასწლეულების მანძილზე, შოკოლადი გამოიყენებოდა როგორც სასმელი – დაფქვილ და მოხალულ კაკაოს მარცვლებს ინდიელები წყალს ურევდნენ, ხოლო შემდეგ ამ ნარევს წითელ წიწაკას (ჩილი) უმატებდნენ. შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო, დაახლოებით 3000 წლის წინ. პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა როგორც «kakawa»-მ დაახლოებით 1000 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მექსიკის ყურეში, მაშინ როდესაც ჯერ მხოლოდ იწყებოდა ოლმეკების ცივილიზაციის აღორძინება.ოლმეკების შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია და სწორედ მათ ეკუთვნით ველური კაკაოს ხის კულტივირება.

           სწორედ ამ დროს დაიწყო ადამიანთა მოდგმამ შოკოლადის მიღების მეთოდების შემუშავება, სხვადსხვა ინგრედიენტების დამატებით. შოკოლადის მარცვლებს ხალავდნენ, ფქვავდნენ და შემდეგ ისევ აცხელებდნენ, ასე მიიღებოდა კაკაო-ხსნარი, შემდეგ უკვე ამ ხსნარს ურევდნენ წყალში და შედეგად მიიღებოდა მწარე, მაგრამ სასიამოვნო სასმელი.ამ პერიოდში ასეთ სასმელს ძალიან დიდი პოპულარობა ჰქონდა და მას “ღმერთების სასმელი” ერქვა.   მაიას ტომების გაქრობის შემდეგ შოკოლადის მომზადების ტრადიცია აცტეკებმა განაგრძეს. აცტეკები შოკოლადში ურევდნენ შაქარს, ვანილს, თაფლსა და დარიჩინს. ასეთი ხერხებით მიღებულ თხევად მასას აცტეკები მოიხსენებდნენ როგორც «xocolatl» და ის ცნობილი იყო მისი ნოყიერებით, გამაძლიერებელი (ენერგიის მოსამატებელი) და აღმგზნები თვისებებით. 
Add caption
                     საუკუნეების განმავლობაში წარმოიქმნა და ჩამოყალიბდა შოკოლადის მრავალი სახეობა. ეს განპირობებული იყო როგორც კულტურათა და ტრადიციათა თავისებურებებით, ასევე ტექნოლოგიური მიღწევებით. მაგალითად, თუ ახალ სამყაროში შოკოლადი ცხარე წიწაკით უნდა ყოფილიყო შეზავებული, ევროპელი გურმანებისთვის ის აუცილებლად ვანილთი და შაქარით უნდა გაემდიდრებინათ. შოკოლადი – თანამედროვე მსოფლიოსათვის მზა შოკოლადის მრავალი სახეობაა ცნობილი. მათ ყველას საფუძვლად კი სუფთა შოკოლადი უდევს, რომლისთვისაც დამახასიათებელია მძაფრად გამოხატული მწარე გემო და მდიდარი არომატი. ფერის მიხედვით განასხვავებენ: შავი, ყავისფერი და თეთრი შეფერილობის. მდგომარეობის მიხედვით კი შოკოლადი გვხვდება: თხევადი, მყარი და შოკოლადის ფხვნილი. კულინარიაში შემდეგი სახის შოკოლადები გამოიყენება:
მწარე ან საცხობი შოკოლადი სუფთა შოკოლადი, რომელიც არ შეიცავს დანამატებს. ეს არის ძალიან მწარე გემოს, ძლიერი არომატის შოკოლადის ფხვნილი ან ფილა, რომელიც ძირითადად საცხობად გამოიყენება.
              შავი შოკოლადი შოკოლადი რძის დანამატის გარეშე, ხშირად მას სუფთ შოკოლადსაც ეძახიან. ამერიკის კანონმდენლობა მას ტკბილი შოკოლადების კატეგორიას ანიჭებს და განსაზღვრავს მასში კაკაოს ლიქიორის (სუფთა შოკოლადის) 15% მინიმალურ ზღვარს. ევროპული კანონმდებლობით, კი შავი შოკოლადი 35% სუფთა კაკაოს ფხვნილს უნდა შეიცავდეს.
                ტკბილ-მწარე შოკოლადი და ნახევრად ტკბილი შოკოლადი ეს არის შავი შოკოლადი კაკაოს ლიქიორის მაღალი კონცენტრაციით (პირველი სახეობა უფრო). მას ახასიატებს მწარე გემო, არ გამოიყენება როგორც დესერტი და შესაბამისად ფართო გამოყენებას პოვებს კულინარიაში. ეს ორი სახეობაა ძირითადად მოხსენიებული რეცეპტებში.
                  რძის შოკოლადი შოკოლადი რძის დანამატით. ამერიკული კანონმდებლობით უნდა ახასიათებდეს მინიმუმ 10% შოკოლადის სიროფის კონცენტრაცია. ევროპული კანონმდებლობა კი განსაზღვრავს შოკოლადის ფხვნილის 25% ოდენობას.
თეთრი შოკოლადი მზადდება კაკაოს ცხიმისა და კაკაოს ფხვნილისაგან.
კაკაოს ფხვნილი მწარე შოკოლადი, რომელიც გასუფთავებულია კაკაოს ცხიმისაგან და მიყვანილია ფხვიერ მდგონარეობამდე. ფართოდ გამოიყენება კულინარიაში და აადვილებს მზადების პროცესს.
                  შოკოლადის ”ჩიპსი მყარი შოკოლადი, რომელიც შეიძლება დამზადებული იყვეს ნებისმიერ ფერის და სიტკბოს შოკოლადით. მთავარი მახასიათებელი ამ შემთხვევაში ფორმაა, იგი შეიძლება იყვეს ბურთის, კონუსის, ფოთლის და ა.შ. ფორმის, მაგრამ ზომით არის პატარა და ხშირად არ აღემატება 1 სმ-ს დიამეტრით. გამოიყენება კულინარიაში როგორც გასაფორმებლად ასევე ბისკვიტებში. განსაკუთრებით კექსებში, ჭიქის კექსებში, მაფინებში და ა.შ.
                  ჰაეროვანი შოკოლადი შოკოლადი მრავალი პატარა ბურთულით სასიამოვნო ნუგბარია, რომელსიც დამზადების ორიგინალური წესით გამოირჩევა. უკვე სასურველი გემოვნებით შემზადებულ შოკოლადის თხევად მასას ათავსებენ ვაკუუმ-ქოთნებში, სადაც +40 გრადუსზე 4 საათის განმავლობაში მზადდება. რის შემდეგაც მისი საერთდ შეხებისას წარმოიქმნება სწორედ ეს საუცხოო ფორებიანი შოკოლადი.

                   თხევადი შოკოლადი ის შეიძლება მომზადებული იქნეს როგორც შავი შოკოლადიდან, ასევე შეიძლება მომზადდეს კაკაოს ფხვნილის, სითხის (რძე, წყალი) და შაქრის შეზავებით. მომზადების მრავალი წესი არსებობს, მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის მისი თხევად მდგომარეობაში არსებობა და ისე გამოყენება.
             იმედია მოგეწონათ ესოდენ გემრიელი პოსტი და უკვე მოგინდათ შოკოლადი,და თუ ეს ასეა მე ბედნიერი ვარ:)(არ დაივიწყოთ კომენტარები:)