ნივთების ისტორიიდან...

                       დღევანდელი ჩემი პოსტი იქნება იმის შესახებ,თუ როგორ შეიქმნა შარვალი,და სანამ დავიწყებდე მინდა გადავუხადო მადლობა ჟურნალ ''თბილისელებს'',იმიტომ,რომ ეს პოსტი სწორედ ამ ჟურნალიდან ამოვწერე.:):)ახლა კი,ყურადღებით ვკითხულობთ:):)
    ეგვიპტელებს,რომლებმაც კაცობრიობას პირამიდები დაუტოვეს თავის სამტვრევად,შარვლის გამოგონებაზე დიდად არ უნაღვლიათ.ისინი იღებდნენ ქსოვილის ნაგლეჯს და იხვევდნენ წელზე.გაგიკვირდებათ და,შარვალი მსოფლიოს ბარბაროსებმა-გალებმა და გერმანელებმა აჩუქეს.თუმცა პირველი შარვლის დიზაინი მათ სკვითებს მოჰპარეს.ეს ხალხი ცხოვრების დიდ ნაწილს ცხენზე ამხედრებული ატარებდა და შესაფერისი სამოსიც სჭირდებოდათ.აბა,წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ცხენის ზურგზე უშარვლოდ და,ხშირად-უნაგირის გარეშეც,რამდენიმე საათის განმავლობაში. ამიტომაც,სკვითებმა სხეულის ნაზი ნაწილების დასაფარავად ბეწვისა და ტყავის ''საფარი''-შარვალი მოიგონეს,მოხერხებული და საიმედო სამოსი.კეთილშობილი რომაელები დიდხანს უბზუებდნენ ცხვირს ბარბაროსული მოდის ''პირმშოს''.სეირნობდნენ ციგებითა და ტუნიკებით-კლიმატი ამის საშუალებას აძლევდათ,ხოლო ის მოქალაქე,რომელიც ამ არაესთეტიკურ სამოსს-შარვალს ჩაიცვამდა,კანონის დამრღვევად ითვლებოდა,მას ქონების  ჩამორთმევა და იძულებითი სამუშაოც ემუქრებოდა.გამონაკლისები მხოლოდ მეომრები იყვნენ,რომლებსაც ტყავის შარვლის ჩაცმის ნება ხანგრძლივი ლაშქრობების დროს ეძლეოდათ.
შუა საუკუნეების ევროპელი მამაკაცები მოდას ძალიან ჩსამორჩნენ.ამ დროს,აღმოსავლეთში ,მამაკაცები უკვე დადიოდნენ ე.წ. ''შაროვანებში'',საიდანაც პირდაპირ შარვალ-კოლგოტკებზე გადავიდნენ,თანაც სულ ნაირ-ნაირი ფერისას იცვამდნენ.XVI(16)საუკუნეში კი მოდაში ესპანური შარვლები შემოვიდა-მოკლე,მრავალნაოჭიანი და ისეთი ფუშფუშა,რომ კაცები თეძოებს მსუბუქი ყოფაქცევის ქალებივით დაარხევდნენ.თანაც,სულ მაქმანებით,ბაფთა-ლენტებით იყო მორთული.საქმე იქამდეც მივიდა,რომ შარვალსა და სარჩულს შორის თივასაც კი იტენიდნენ,რომ უფრო კარგად გაბერილიყო.
ფრანგული კავალერიის გენერალმა,გასტონ ოგიუსტ გალიფემ,გერმანელებთან ბრძოლაში სერიოზული ჭრილობები მიიღო.მისი მარჯვენა თეძო ისე დამახინჯდა,რომ მოტმასნილ შარვალს ვეღარ ჩაიცვამდა,გენერალს კი კოხტაობა უყვარდა და არც ქალების მიმართ იყო გულგრილი.მიკლედ,იფიქრა,იფიქრა და,ერთ-ერთ მეჯლისზე ახალი დიზაინის შარვლით გამოცხადდა.ქალები მაშინვე აღფრთოვანდნენ გენერლის ჩაცმულობით და მთელი საღამო ჰაეროვან კოცნებს უგზავნიდნენ.რამდენიმე თვეში შარვალი-''გალიფე'',ქარიშხალივით შეიჭრა მოდიის ინდუსტრიაში და იქ სამუდამოდ დარჩა.
აი,სულ ეს იყო.თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ კომენტარების დაწერა.:):):):) 

1 комментарий: