იცოდი,რომ...

#1:ყველაზე ძვირადღირებული სარეკლამო კამპანიის განმხორციელებლად დღესაც რჩება კომპანია ''პეპსი''.მისი პროდუქციის რეკლამირებისთვის გადაღებულ 90 წამიან კლიპში,ბრიტნი სპირსს ცნობილმა მწარმოებელმა 7,53 მილიონი(ო,ეს შეშლილი,შეშლილი მსოფლიო!)დოლარი გადაიხადა!!!!
#2:ყველაზე ძვირი წიგნი არის ლეონარდო(იგივე ლევანი)და ვინჩის ''ლესტერის კოდექსია''(აბა ვის ეცნო სიტყვა ლესტერი?)ილუსტრირებული ხელნაწერის 18 გვერდი,რომელიც დიდმა ლეომ 1508 წელს სარკისებური(შებრუნებული)შრიფტით დაწერა,კრისტის(იგივე ინას)აუქციონზე 31 მილიონ დოლარად იყიდა(აბა ვინ?)ბილ გეიტსმა!(რაში ხარჯავენ ფულს რა!)
#3:ვისაც უყვარს კარტოფილი იმისათვის მაქვს ორი ამბავი:ერთი ცუდი მეორე საინტერესო,ხოდა საინტერესოთი დავიწყოთ:მსოფლიოში ყველაზე გემრიელი კარტოფილი არის არა სვანური მამაპაპური,არამედ ფრანგული(ფრონცკი)LA BONNOTTE,რაც ვერა და ვერ გავიგე რას ნიშნავს:)ხოლო ცუდი კი ის არის,რომ ამ ჯიშის კარტოფილის 1კგ ღირს 500ევროა!!
#4:ყველაზე ძვირი ტანსაცმლი(კოსტუმი)არის ამერიკელი ასტრონავტის კოსტუმი!ის სულ რაგაც 9 მილიონი ღირს!
              დღეისთვის სულ ეს არის,იმედია მოგეწონათ!:*:*:*

2 комментария:

  1. ძალიან კარგი იყო და რა უცებ დამთავრდა. ცოტა დიდები წერე, მითუმეტეს ესეთი საინტერესოები.

    ОтветитьУдалить
  2. მომეწონა მარა "უფრო მეტი შეგიძლია"

    ОтветитьУдалить