გენიოსები ხუმრობენ...ზოგი უკბილოდ,ზოგიც კი კბილიანად:):):)


#1::ცნობილი გერმანელი პოეტი და იუმორისტი მორი გოტლიბ საფირი ერთ ლიტერატორს შეეკამათა, რომელმაც გესლიანად მიუგო:
- თქვენ, ბატონო საფირ, ფულისათვის წერთ, მე კი მხოლოდ ღირსებისათვის.
- ყოველი ჩვენგანი წერს იმისათვის, რაც აკლია, – უთხრა საფირმა.
#2::შინ დაბრუნებულმა ალბერტ აინშტაინმა ფოიეში კარისკაცს მიმართა:
- უკაცრავად, სად ცხოვრობს პროფესორი აინშაინი?
- პროფესორი აინშტაინი ხომ თქვენ თვითონ ბრძანდებით.
- ეგ ვიცი, მაგრამ მადავიწყდა, რომელ სართულზე ვცხობრობ.
#3::დიდმა ამერიკელმა მწერალმა, რეალისტმა მარკ ტვენმა სასტუმროს შთაბეჯდილებათა წიგნი გადაათვალიერა და ბოლო სტრიქონი ამოიკითხა : “ბარონი ფონ ბლანკი მსახურით”. ამის ქვემოთ თვითონ ჩაწერა: “მარკ ტვენი ჩემოდნით”.
#4::გერმანელმა მწერალმა თეოდორ ფონსტანემ ახალგაზრდობაში, როცა ჯერ კიდევ აფთიაქარი იყო, ოთახი დაიქირავა.
პირველ დღეს საუზმის შემდეგ დიასახლისს თავაზიანი ღიმილით:
- ქალბატონო შულცე, დღეს დილით რომ გამიმასპინძლდით, თუ ის ყავაა, მაშინ ხვალ ჩაი მომიტანეთ, ხოლო თუ ჩაი იყო, მაშინ ხვალ ყავას მოვითხოვ.
 #5::შესანიშნავი დეკლამატორი მარკ ტვენი პირველი ლექციის ჩატარების წინ შიშით იყო შეპყრობილი, მაგრამ პირველივე წინადადებით აღაფრთოვანა მსმენელები. ეს ცნობილი პირველი წინადადება ასე ჟღერდა: ”იულიუს ცეზარი მოკვდა, შექსპირი მოკვდა, ნაპოლეონი მოკვდა და მეც ვგრძნობ თავს მთლად ჯანმრთელად”.
#6::ერთი კკრიტიკოსი ალექსანდრე დიუმას რომანში გამოთქმას აკკრიტიკებდა:
- რა არის მტკივნეული სიცარიელე, როგორ შეიძლება ცარიელი საგნის ტკივილი?
დიუმამ მიუგო:
- განა თავი არასოდეს გტკივებიათ?
#7::ერთხელ ალექსანდრე მაკედონელი სახელგანთქმულ ფილოსოფოს დიოგენეს ეწვია. დიოგენე მაშინ დიდ კასრში ცხოვრობდა.
- შემიძლია რაიმე სიკეთე გაგიწიოთ? – ჰკითხა დიდმა სარდალმა.
- როგორ არა, თუ გვერძე გაიწევით და მზიდან ჩამომეცლებით. – მიუგო ფილოსოფოსმა.
#8::გოეთე ვაიმარის პარკში სეირნობდა. ვიწრო ბილიკზე, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო გავლა, კრიტიკოსი შეხვდა. იგი მტრულად იყო განწყობილი გოეთესადმი და მკაცრად უთხრა:
- მე სულელებს გზას არ ვუთმობ!
- მე კი პირიქით, – ღიმილით მიუგო პოეტმა და განზე გადგა.
#9::ჰაინრიჰ ჰაინეს მისმა თაყვანისმცემელმა ქალმა უთხრა:
- მზად ვარ, სული და გული, ოცნება და აზრები, მთლიანად ჩემი არსება შენ მოგიძღვნა.
- სიამოვნებით, ასე მცირე ძღვენზე უარის თქმა უხერხულია, მიუგო მან.
            სულ ესიყო!თუ მოგეწონათ დატოვეთ კომენტარი:)

Комментариев нет:

Отправить комментарий