რა საინტერესოა...

               მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო!ახლა მე მინდა იმ თემას რომელსაც გუსჰინ დაგპირდით გადავუხვიო და სულ სხვა რამ დავწერო!სამწუხაროდ ეს სულ სხვა რამ ძალიან პაწუკაა მაგრამ არსი და სინათლე გვირაბის ბოლოში ძალიან თუ არა არცთუ ისე პატარაა!სა აი  ისიც:::
                          როდესაც გაქვს ბლოგი ადამიანს და შენი სულის რაღაც ნაწილს უზიარებ “არარსებულ” სივრცეს და გგონია, რომ ვინც ამას წაიკითხავს ის ადამიანებიც არარსებულები არიან…

                 და მერე მარშუტკიდან დაგინახავს ის შენი “არარსებული” მეგობარი, გაეღიმება და გაახსენდება, რომ გუშინ შენ დაბადების დღე გქონდა, ან ექსკურსიაზე იყავი ქვათახევში, ანდა შეყვარებულმა შოკოლადის ტორტი გაჩუქა…
და შენ აზრზეც არა ხარ, რომ ეს არარსებული ადამიანები შენს გასაჭირზე ფიქრობენ…
თუმცა შენი ნამდვილი მიზანი და სიღრმისეული სურვილი სწორედ ეგ იყო…
“არარსებულთათვის” ხმა მიგეწვდინა და მათი არსებობა დაგემტკიცებინა…

გეგრძნო ერთი მარტივი ჭეშმარიტება:
ეს სამყარო ძალიან პატარაა იმისთვის, რომ საკუთარ ბლოგებს დავუყენოთ ფუნქცია “Read only by Me”…
                   

1 комментарий:

  1. :D :D მოვკვდი სიცილით(ცოცხალი ვარ ნუ გეშინია,მხატვრულ გამონათქვამი,ფრაზეოლოგიზმი,თუმცა თუ ქართული გადაიმეორე სხვაზე ნაკლები შიში განიცადე ამ წუთში რადგან მიხვდი რომ მოვიტყუე უი ფრჩხილი მომტყდება იმხელაზე გამიგრძელდა)რომელ ჭკუათმყოფელს აქვს ეს მონიშნული??? ერთი დამანახა!

    ОтветитьУдалить