უცნაური ამბები ლიზისაგან ან როგორც ჩემი საყვარელი მეგობარი მეძახის უკვე ლიზი ტირე ლიისგან:):):)

ეს არის უცნაური ამბების მინი კრებული.მე როდესაც წავიკითხე გავოცდი!
#1::თურმე ორგანიზმის ყველაზე ძლიერი კუნთი არის ენა.
#2::სტატისტიკურად ადამიანს ღორის უფრო ეშინია ვიდრე სიკვდილის!
#3::ყველა თეთრი დათვი არის ცაცია.
#4::ნიანგს არ შეუძლია ენის გამოყოფა!
#5::პეპელა გემოს ფეხებში გრძნობს:)
#6::ტარაკანას შეუძლია იცხოვროს 9 დღე თავის გარეშე(ისიც იმიტომ მოკვდება რომ საჭმელს ვერ შეჭამს:)
#7::თვალღია ვერასოდეს დააცემინებ.
#8::გულის კუნთებს იმდენად დიდი ძალა აქვთ,რომ შეუძლიათ სისხლი გადაასხან 10 მეტრზე.
#9::111,111,111 რომ გავამრავლოთ 111,111,111-ზე მივიღებთ 12345678987654321-ს!
#10::ზამთარში ნიანგი ქვებს ყლაპავს,იმიტომ რომ როდესაც სძინავს ფსკერზე,წყალში არ ჩაიძიროს.
#11::საფრანგეთში და კალიფორნიაში 18 წლამდე აკრძალულია მზის აბაზანების(''ზაგრის'')მიღება!
#12::ამერიკაში დაშვებულია მოსამართლემ მოწმედ გამოიძახოს ძაღლი:)
#13::RESTAURANT არის სიტყვა რომელსაც ყველაზე ხშირად წერენ შეცდომით საძიებო სისტემაში.
#14::Yahoo იშიფრება როგორც “Yet Another Hierarchical Officious Oracle” ანუ ქართულად “კიდევ ერთი იერარქიული აბეზარი წინასწარმეტყველება”.
სირაქლემას წონა დაახლოებით 140 კგ-ია, მისი ნაწლავის სიგრძე კი – 14 მეტრამდე.
#15::XV საუკუნეში ევროპაში მკაცრად დამკვიდრდა მამაკაცის ფეხსაცმელი ბლაგვი (წაჭრილი) წვერით. იგი შემოიტანა საფრანგეთის მეფე ჩარლს VIII-მ, რომ დაეფარა თავისი ნაკლი – მარჯვენა ფეხზე მას 6 თითი ჰქონდა.
#16::თოლიები მარილიან წყალს სვამენ, რადგან მათ ორგანიზმს შეუძლია მარილის გაფილტვრა.
#17::“მონოლოგია” – ესაა მეცნიერება, რომელიც შეისწავლის “სისულელეს”.
#18::თინუსს (ერთგვარი თევზი) შეუძლია დღეში 16 კმ გაცუროს.
#19::* ძველ საბერძნეთში, ჩვეულებრივ, მიღებული იყო ფიზიკური ვარჯიშების ჩატარება ქუჩაში… სრულიად შიშვლად.
#20::ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში არის… ღვიძლის ქანდაკება.
#21::დედამიწაზე მცხოვრებ ხალხთაგან მხოლოდ პიგმეები და ანდამანის კუნძულების მობინადარნი არ იყენებენ ცეცხლს.
#22::ყოველწლიურად ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით ორმოცი ვარსკვლავი ”იბადება”.
#23::ცნობილი მეცხრე სიმფონია ბეთჰოვენმა სრულიად ყრუმ დაწერა.
#24::ჩარლი ჩაპლინი ებრაელი იყო.
#25::ღორისთვის ფიზიკურად შეუძლებელია ცაში ახედვა.
#26::კრევეტს გული თავში აქვს.
 #27::სიგარეტის სანთებელა უფრო ადრე იყო გამოგონებული ვიდრე ასანთი.
                               სულ ეს იყო,დატოვეთ თქვენი აზრი !

2 комментария:

  1. მაგარია გადავირიე მეცცცც!!! მართლა! ყოჩაღ
    კიდევ დაწერე ასეთი საინტერესო რაღაცები!!!

    ОтветитьУдалить